- საქართველო 4:1 ალბანეთი
- საქართველოს მასტერლიგის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია
საქართველოს მასტერლიგის ნაკრებმა International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა მეოთხედფინალში ალბანეთის ნაკრებს 4:1 სძლიეს.
ალბანელთა კარში გოლები ლაშა ღონღაძემ, გიორგი კიკნაძემ, ლუკა ბლიაძემ და ლევან ჩიხრაძემ გაიტანეს. ჩიხრაძის გოლი ძალიან ლამაზი იყო, მან ჯარიმა უძლიერესი დარტყმით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიას (2:1) და კვიპროსს (3:2) აჯობა.
საქართველო ნახევარფინალურ ეტაპზე რუმინეთს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ მასტერლიგის ჩემპიონატი მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და მასში 600-ზე მეტი გუნდი იღებს მონაწილეობს. სწორედ ამ გუნდებიდან დაკომპლექტდა საქართველოს მასტერლიგის ნაკრები.
კომენტარები