Thumbnail
  • აპოელ 81:100 ანორთოსისი
  • ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 29 წუთი გაატარა

დუდა სანაძის ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში მოულოდნელი გამარჯვება იზეიმა და კარგი შანსი აქვს, ისტორიაში პირველად ნახევარფინალში ითამაშოს.

ფამაგუსტელებმა რეგულარული სეზონი მე-6 პოზიციაზე დაასრულეს და პლეი ოფში მესამეადგილოსან აპოელს გადაეყარნენ, ამდენად, ფავორიტებად ნიქოზიელები მოიაზრებოდნენ. მიუხედავად ამისა, სტუმრად მოთამაშე ანორთოსისმა ძალიან შედეგიანად ითამაშა და 100:81 მოიგო. 

სანაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 29 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ანორთოსისი 4 აპრილს აპოელს შინ მიიღებს და გამარჯვების შემთხევაში კვიპროსის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავა, სადაც ლარნაკის აეკ-სა და ნიქოზიის ეტას შორის უმჯობესს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები