- ლუჩანო სპალეტის კომენტარი მილანთან მატჩის შემდეგ
- იტალიელ მწვრთნელს პაოლო მალდინისთან უთანხმოება მოუვიდა
- ნაპოლის ფიასკო მარადონაზე - მილანმა ლიგამდე რეპეტიცია მოიგო
იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში ნაპოლი საკუთარ მოედანზე მილანთან 0:4 განადგურდა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ მილანის ტექნიკური დირექტორი და ლეგენდა პაოლო მალდინი მის მიმართ უპატივცემულოდ მოიქცა.
"ლეაოსთან კამათი არ მქონია, მალდინისთან კი ის მოხდა, რომ მე მსაჯს ველაპარაკებოდი, რათა ჩემთვის აეხსნა, რატომ გააფრთხილა ლობოტკა. ამ დროს მალდინი ხელების ქნევით მოვიდა და რაღაცას მეუბნებოდა. უპატივცემულოდ იქცეოდა! არ მომეწონა, რომ ჩემზე ლაპარაკობდა, მაგრამ ჩემი მხრიდან ყველაფერი რიგზე იყო. ვწუხვარ, რადგან ის პაოლო მალდინია", - თქვა სპალეტიმ მალდინის შესახებ.
თავის მხრივ, „გაძეტა დელო სპორტმა“ შესვენებაზე სტადიონის გვირაბში მომხდარის დეტალებზე დაწერა. წყაროს თანახმად, ლუჩანო სპალეტი რაფაელ ლეაოს ესაუბრეობოდა, კერძოდ, ნაპოლის მთავარ მწვრთნელს პორტუგალიელის მხრიდან გოლის აღნიშვნის ჟესტი არ მოეწონა ფანების მიმართ, რაზეც შენიშვნა მისცა. საუბარში მალდინი ჩაერია, რომელმაც სპალეტის მიმართა:
"ლუჩანო გაღიზიანებული ხარ! კი, მაგრამ ჩემპიონატი მოგებული გაქვს, რა ჯანდაბა გინდა?!". როგორც ჩანს, სპალეტიმაც სწორედ ამ სიტყვების შესახებ ისაუბრა თამაშის შემდეგ.
ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე თამაშიც შეაფასა: "რა მოხდა? ის, რომ ჩვეული თამაში ვერ ვითამაშეთ. მილანი შესანიშნავად გამოიყურებოდა, ისარგებლა ყველა იმ სიტუაციით, რაც ჩვენ მივეცით. ჩვენი შესაძლებლობის ზღვარს დაბლა ვითამაშეთ. უმაღლესი დონის გუნდს შევხვდით, რომელიც შარშან ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. ასეთ მეტოქესთან შეცდომას თუ დაუშვებ, მკაფიო შედეგსაც მიიღებ. ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენს გზაზე მხოლოდ ხვრელი იქნება და არა უფსკრული. ბიჭების მხრიდან დიდი მონდომება მაინც დავინახე, ხვალიდან კი მომდევნო მატჩისთვის ვიმუშავებთ. ახლა ის იცვლება, რომ მოიმატებს იმ ადამიანთან რაოდენობა, რომლებიც იტყვიან, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში უპირატესობა ჩვენ არ გვაქვს. ჩემპიონთა ლიგა არის შუქურა, სადაც ყველა მაქსიმალურად იხარჯება და ჩვენც მაქსიმუმს გავიღებთ. სანაკრებო პაუზამ დაგვაზარალა, რადგან ზოგიერთი ფეხბურთელი დაღლილი დაბრუნდა. ცხადია, ამან ჩვენს თამაშზე გავლენა იქონია. ახლა წინ უნდა გავიხედოთ და ყველაფერი მშვიდად გავაანალიზოთ".
მეტი ამ თემაზე:
- 'მგონი, ნახევარი საქართველო აქაა' - ფაჩულია კვარაცხელიას თამაშზე
- 'მე მისი ფანი ვარ! - რაფაელ ლეაო ხვიჩა კვარაცხელიაზე
- 'ეს თამაში არაფერს ცვლის!' - რა თქვა პიოლიმ ნაპოლისთან ტრიუმფზე
- ნაპოლის ფიასკო მარადონაზე - მილანმა ლიგამდე რეპეტიცია მოიგო
- 'ნაპერწკლის დანთებას ცდილობდა' - რას წერენ იტალიაში კვარაცხელიას თამაშზე
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, 14-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა.
ნაპოლის 71 ქულა აქვს და სერია A-ს მაინც დამაჯერებლად ლიდერობს, რადგან უახლოეს მდევარ ლაციოს 16 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო ტურში 7 აპრილს, ლეჩეს ესტუმრება, მერე კი მილანს კიდევ ორჯერ შეხვდება, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში: 12 აპრილს, სტუმრად და 18 აპრილს - საკუთარ მოედანზე.
კომენტარები