Thumbnail

ახალი ვიდეო ევროპოპის არხზე: ტატოს და კალას პენალტების სერია

  • ევროპოპის YouTube არხზე ახალი ვიდეო გამოქვეყნდა
  • ტატო ბაციკაძე და გიორგი კალატოზი პენალტებში შევაჯიბრეთ

ტატო თუ კალა, კალა თუ ტატო - ეს YouTube-ის ქართულ სივრცეში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვაა. ჩვენც გადავწყვიტეთ, ტატო ბაციკაძის და გიორგი კალატოზის კიდევ ერთი დუელი შემოგთავაზოთ. როგორც იცით, ისინი ერთმანეთს "მაგიდის დერბიშიც" დავუპირისპირეთ და იქ გამარჯვება ტატოს დარჩა, ახლა კი მოედანზე თამაშის დროა.

"გაიმეორე პენალტი" - ასე ჰქვია რუბრიკას, რომელშიც ტატოს და კალას ახალი დუელი შედგა. ჟურნალისტებმა, იუთუბერებმა და სპორტსმენებმა ისინი პენალტების დასარტყმელად გამოიწვიეს. ნახეთ, როგორ შეასრულეს პენალტები europop live-ის წამყვანებმა, რამდენად ზუსტად გაიმეორეს სხვების მოძრაობები და, რაც მთავარია, რომელმა მოიგო ეს დუელი:

კომენტარები

ბოლო ამბები