Thumbnail
  • The Athletic მანჩესტერ იუნაიტედის გეგმებზე წერს
  • ტოტენჰემს კეინის უფასოდ დაკარგვა არ სურს

ტოტენჰემ ჰოთსპურის ფორვარდი ჰარი კეინი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი სამიზნეა. The Athletic-ის ცნობით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან ინგლისელ ფორვარდს შეთავაზება გაუკეთონ.

ტოტენჰემისა და ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, შესაბამისად, ლონდონელები კეინის გაშვებას მიმდინარე სეზონის ბოლოს გეგმავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კლუბს მომდევნო წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მანჩესტერ იუნაიტედს ბოლო სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი დიდი ხანია 9 ნომრის ძიებაშია და მისი პრიორიტეტი ჰარი კეინის ტრანსფერია. ინგლისელი ფორვარდის გარდა, იუნაიტედის მენეჯმენტი ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი), გონსალო რამოსისა (ბენფიკა) და ევან ფერგიუსონის (ბრაიტონი) ვარიანტებსაც განიხილავს.

ჰარი კეინს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 21 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები