- ფუტსალის ლიგა 2-ში მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა
- ფუტსალის ლიგა 3-ის 1/2-ფინალისტები ცნობილია
ქუთაისმა, გორმა და თბილისმა ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის განმეორებით მეოთხედფინალებს უმასპინძლა. ქუთაისი 2-მა, თსუ 2-მა და გორმა საპასუხო მატჩებშივე მოიპოვეს მომდევნო ეტაპის საგზური, წალენჯიხას და ილიაუნი 2-ს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად კი მესამე, გადამწყვეტი მატჩი გახდა საჭირო.
ილიაუნი 2-მა წალენჯიხა-სთან 3:2 იმარჯვა და სერიაში წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი სტუდენტებმა ორი უპასუხო გოლით მოიგეს. თამაშის განახლებისთანავე ანგარიში 3:0 გახდა. დარჩენილ დროში მეგრელებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ განმეორებითი შეხვედრა ილიაუნის სასარგებლოდ დასრულდა.
წყვილში მესამე, გადამწყვეტ მატჩში სავსე ტრიბუნის ფონზე გამარჯვება წალენჯიხამ იზეიმა. მეგრელები პირველი ტაიმის დასრულებამდე ორი წამით ადრე შორეული დარტყმით დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ წალენჯიხას უპირატესობა აღარ დაუთმია, კარი ბოლომდე მშრალად შეინახა და მეტოქე 4:0 დაამარცხა.
ქუთაისი 2-მა სპორტუნი-ს ქუთაისის სპორტის სასახლეში უმასპინძლა, 6:2 იმარჯვა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. სტუდენტებმა საწყისი ტაიმი 2:1 მოიგეს. ოცდამეათე წუთზე იმერლებმა ანგარიში გაათანაბრეს, მალევე წინ გავიდნენ და თამაშის ბოლომდე სხვაობა კომფორტული გახადეს.
გორმა საკუთარ კედლებში ევროპის უნივერსიტეტი 2 10:5 დაამარცხა. თამაშის დაწყებიდან მალევე ორწუთიან ინტერვალში გორელებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. სტუდენტებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ ტაიმის ბოლომდე მეტოქემ კიდევ ერთხელ შეძლო ეუ 2-ის კარის აღება. ოცდამეშვიდე წუთამდე გორმა სხვაობა სოლიდური გახადა (8:2), საბოლოოდ კი მოწინააღმდეგე კომფორტული ანგარიშით დაამარცხა.
თსუ 2-მა საქართველოს უნივერსიტეტს განმეორებით შეხვედრაშიც 4:1 სძლია და მეოთხედფინალური ეტაპიდან ზედიზედ მეორედ გამოთიშა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული სტუდენტური დერბი დაძაბულად წარიმართა და მატჩის ბედი ორწუთიან ინტერვალში გადაწყდა. პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. ოცდამეთექვსმეტე წუთზე თსუ წინ გავიდა, მომდევნო ორ წუთში კი სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.
ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალში მოსახვედრად ქუთაისი 2 წალენჯიხა-ს დაუპირისპირდება, გორი კი თსუ 2-ს გაეჯიბრება.
ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 8 აპრილს გაიმართება.
ფუტსალის ლიგა 2. 1/4-ფინალი (2)
ქუთაისი 2 6:2 სპორტუნი
გორი 10:5 EU2
თსუ 2 4:1 UG
ილიაუნი 2 3:2 წალენჯიხა
1/4-ფინალი (3)
ილიაუნი 2 0:4 წალენჯიხა
ფუტსალის ლიგა 2-ის განმეორებითი 1/4-ფინალური ეტაპის სიმბოლური ნაკრები

კომენტარები