Thumbnail
  • ორლანდო 113:117 კლივლენდი
  • გოგა ბითაძის 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი

გოგა ბითაძის ორლანდომ კლივლენდს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მხოლოდ 4 ქულით დამარცხდა - 113:117. ქართველი კალათბურთელის გუნდმა სეზონში 45-ე მატჩი წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა.

გოგამ პარკეტზე 16:09 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და ერთი სამქულიანი ააცილა. აღსანიშნავია, რომ გოგა ყველა ეპიზოდში ეფექტურად თამაშობდა. ქართველმა ცენტრმა ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქეს ჯერ დააფარა, რის შემდეგაც შეტევაში წავიდა და 2 ქულაც მოიპოვა.

ორლანდოს მთავარი პრობლემა დონოვან მიტჩელი იყო. კლივლენდის კალათბურთელმა 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 43 ქულით დაასრულა.

ორლანდოს რეგულარულ სეზონში კიდევ სამი მატჩი აქვს ჩასატარებელი და მომდევნო შეხვედრას საკუთარ არენაზე ისევ კლივლენდთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები