Thumbnail

პოლონელები რუსების დაშვებაზე: ასეთ ტურნირს არ ჩავატარებთ!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პოლონეთის ფარიკაობის ფედერაცია მსოფლიო თასის ეტაპზე უარს ამბობს
  • მიზეზი ტურნირზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებაა

რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების გამო პოლონეთის ფარიკაობის ფედერაცია ბოიკოტს აცხადებს და უარს ამბობს პოზნანში დაგეგმილი მსოფლიო თასის ეტაპის ჩატარებაზე. საინტერესოა, რომ აღნიშნული ტურნირი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაციაცაა.

“მსოფლიო ფედერაციის მიერ მოცემული კრიტერიუმებით ტურნირის ჩატარება არ შეგვიძლია,” - განუცხადა პოლონეთის ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ადამ კონოპკამ საინფორმაციო სააგენტო AFP-ს.

მსოფლიო ფედერაცია FIE-მ გადაწყვიტა, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები აპრილიდან ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპებზე დაუშვას. მოგვიანებით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) გამოსცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც რუსი და ბელარუსი სპორტსმენები გარკვეული კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში ტურნირებზე უნდა დაუშვან (რა თქმა უნდა, ყველა სახის სიმბოლიკის გარეშე).

პოლონეთამდე, ფარიკაობაში ასეთივე მსოფლიო თასის ჩატარებაზე იმავე მიზეზით უარი თქვეს გერმანიამ და საფრანგეთმაც.

კომენტარები

ბოლო ამბები