Thumbnail
  • ფიფამ წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც ახალი ლიდერი ჰყავს
  • არგენტინამ ბრაზილიას გადაასწრო, დაწინაურდა საფრანგეთის ნაკრებიც
  • საქართველომ უკან ისრაელი მოიტოვა და 77-ე ადგილზეა

მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ ფიფამ რეიტინგი განაახლა, რომელიც მიმდინარე წელს პირველად გამოქვეყნდა.

მონღოლეთთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვებისა (6:1) და ნორვეგიასთან ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ფრის (1:1) წყალობით, საქართველოს ნაკრებს 5.53 სარეიტინგო ქულა შეემატა და მცირე პროგრესი განიცადა. ვილი სანიოლის გუნდი, რომელიც რეიტინგში 78-ე ადგილზე იყო, ამჟამად 77-ე პოზიციაზეა. საქართველომ უკან ისრაელის ნაკრები მოიტოვა.

...75. სალვადორი - 1318.3 ქულა
76. ბულგარეთი - 1315.74

77. საქართველო - 1311.51
78. ისრაელი - 1307.41
79. გვინეა - 1305.92

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთაგან ყველაზე კარგი რეიტინგი ესპანეთს აქვს, რომელიც მე-10 პოზიციაზეა. შოტლანდიას 36-ე ადგილი უკავია, ნორვეგიას 44-ე, ხოლო კვიპროსის ნაკრები ასეულს მიღმაა, მხოლოდ 111-ე საფეხურზე.

წლის პირველ რეიტინგს ახალი ლიდერი ჰყავს - პირველ პოზიციაზე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინის ნაკრები გადავიდა. "ალბისელესტემ" ბრაზილიის ნაკრებს გადაასწრო. მეტიც, "სელესაო" რეიტინგში 2 საფეხურით დაქვეითდა, რადგან არგენტინის გარდა, საფრანგეთის ნაკრებმაც აჯობა. სხვათა შორის, მოწინავე სამეულის გარდა, ტოპ-ათეულში სხვა ცვლილება არ მომხდარა.

ფიფას რეიტინგის TOP 10

1. არგენტინა - 1840.93 ქულა
2. საფრანგეთი - 1838.45
3. ბრაზილია - 1834.21
4. ბელგია - 1792.53
5. ინგლისი - 1792.43
6. ნიდერლანდები - 1731.23
7. ხორვატია - 1730.02
8. იტალია - 1713.66
9. პორტუგალია - 1707.22
10. ესპანეთი - 1682.85

ფიფა რეიტინგს მორიგი სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, 20 ივლისს განაახლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები