Thumbnail

სუპერფრენკი დაბრუნდა - ჩელსის სეზონის ბოლომდე ლამპარდი გაწვრთნის

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ჩელსი ახალ მთავარ მწვრთნელს გრენ პოტერის გაშვების შემდეგ ეძებდა
  • ფრენკ ლამპარდი ბოლოს ევერტონში მუშაობდა

ოფიციალურად: ფრენკ ლამპარდი ლონდონის ჩელსიში დაბრუნდა. 44 წლის სპეციალისტი "ლურჯების" მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

ლონდონელები მთავარ მწვრთნელს მას შემდეგ ეძებდნენ, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში ცუდი შედეგების გამო თანამდებობიდან გრემ პოტერი გაათავისუფლეს. მედიაში ჩელსის თავკაცობის რამდენიმე ვარიანტზე იწერებოდა, საბოლოოდ კი, არჩევანი ლამპარდზე შეჩერდა.

სუპერფრენკი ლონდონელების მთავარი მწვრთნელი 2019-2021 წლებში იყო, თუმცა პოტერის მსგავსად ცუდი შედეგების გამო დაითხოვეს. ბოლოს ინგლისელი სპეციალისტი ევერტონს წვრთნიდა, საიდანაც მიმდინარე წლის იანვარში წამოვიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები