Thumbnail
  • ვალენსია 79:68 ვირტუს ბოლონია
  • თორნიკე შენგელიას 6 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია ევროლიგის 33-ე ტურში ვალენსიას ესტუმრა და 11 ქულით დამარცხდა - 68:79. შეხვედრის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, სადაც ვალენსიამ მეტოქეს 10 ქულით აჯობა.

თორნიკემ პარკეტზე 24:55 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. ვალენსიას შენონ ევანსმა ულიდერა, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ მოხსნა და 6 პასი გააკეთა.

ვირტუსი ევროლიგაში მეოცედ დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროლიგაში მე-14 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს. ვირტუსი ბოლო ტურში მილანოს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები