Thumbnail
  • ორლანდო 94:118 კლივლენდი
  • გოგა ბითაძის 7 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი

გოგა ბითაძის ორლანდომ კლივლენდს ზედიზედ მეორედ უმასპინძლა და ამჯერად დიდი ანგარიშით წააგო. წინა მატჩის მსგავსად, მეჯიქმა მხოლოდ პირველი მეოთხედი მოიგო, რის შემდეგაც კავალიერსმა ზედიზედ შეძლო სამივე პერიოდის მოგება და მატჩიც 24-ქულიანი უპირატესობით დაასრულა.

გოგამ პარკეტზე 20:51 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება დააგროვა. მან 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი ააცილა და 2-დან ერთი ჯარიმა გამოიყენა. გოგამ ქულები პირველ ტაიმში დააგროვა, მან 6 ქულა პირველ ნახევარში ჩააგდო, ხოლო მეორე ტაიმში ერთი ჯარიმა ისროლა ზუსტად.

ორლანდოს კალათბურთელებმა დენი გრინისა (21 ქულა) და ჩედი ოსმანის (19 ქულა) გაჩერება ვერ მოახერხეს. მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, გუნდს მიმდინარე სეზონში 46-ე წაგება აქვს.

ორლანდოს რეგულარულ სეზონში კიდევ ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი: ბრუკლინთან 8 აპრილს, ხოლო მაიმისთან 9 აპრილს.

კომენტარები

ბოლო ამბები