Thumbnail
  • გორდონი მაღაზიის თანამშრომლებს დანით ემუქრებოდა
  • ამერიკელი კალათბურთელი 2004 წელს დრაფტზე მე-3 ნომრად აირჩიეს

NBA-ს ყოფილი მოთამაშე ბენ გორდონი პოლიციამ იარაღის ტარებისა და მუქარის ბრალდებით დააკავა. ინციდენტი 4 აპრილს, სტენფორდის ერთ-ერთ მაღაზიაში დაფიქსირდა. გორდონი პერსონალს დანით ემუქრებოდა, რაც გამვლელებმა დაინახეს და 911-ზე დარეკეს.

გორდონს პოლიციამ დანა და ცეცხლსასროლი იარაღი უპოვა. საბოლოო ჯამში, ის 10 000 დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს და ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას შეაფასებენ.

TMZ Sports-მა ცოტა ხნის წინ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს როგორ აჰყავთ ბენ გორდონი სამართალდამცავებს. ყოფილი კალათბურთელი 5-მა პოლიციელმა ძლივს დააკავა.

გორდონი 2004 წელს NBA-ს დრაფტზე პირველ წრეში მე-3 ნომრად ჩიკაგო ბულზმა აირჩია, სადაც 2009 წლამდე თამაშობდა. ამერიკელი კალათბურთელი დეტროიტის, შარლოტისა და ორლანდოს ღირსებასაც იცავდა. 2005 წელს მან NBA-ს წლის საუკეთესო Sixth Man-ის ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები