Thumbnail
  • შავი ლომის მორაგბეებმა სამხრეთამერიკული ტურნე გამარჯვებით გახსნეს
  • ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 56 ქულიანი სხვაობით მოიგო

ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა სამხრეთამერიკულ ტურნეზე პირველ თამაში გამართა. რაგბი ევროპის სუპერთასის ორგზის მფლობელი, სამხრეთ ამერიკის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერს, არგენტინულ დოგოს XV-ს შეხვდა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა. შავი ლომის მორაგბეებმა მატჩი 56 ქულიანი სხვაობით მოიგეს - 75:19.

არგენტინული დოგოსს ლელოები მიშო გაჩეჩილაძემ (2 ლელო), თენგიზ ზამთარაძემ, ოთარ ლაშხმა, თენგიზ პერანიძემ, მიხეილ ბაბუნაშვილმა, მირიან მოდებაძემ, თორნიკე აქუბარდიამ, ლაშა ხმალაძემ, სოსო მათიაშვილმა და დემე თაფლაძემ დაუდეს. შავი ლომის მორაგბეებმა მეტოქე 11-ჯერ დაალელოვეს.

შავი ლომი სამხრეთამერიკულ ტურნეში მომდევნო მატჩს 14 აპრილს გამართავს. ქართველების მეტოქე ჩილეს სელკნემი იქნება, რის შემდეგაც გუნდი არგენტინაში გადაინაცვლებს და 21 აპრილს ადგილობრივ პამპასს ბუენოს აირესში დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები