Thumbnail
  • რეალი 2:3 ვილიარეალი
  • კიკე სეტიენმა რეალს ლა ლიგაში ორივე მატჩი მოუგო

მადრიდის რეალმა ლა ლიგის 28-ე ტურში ვილიარეალს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. ანჩელოტის გუნდი შეხვედრას ორჯერ იგებდა, თუმცა 3 ქულის აღება ვერ მოახერხა. მასპინძლები მე-16 წუთზე დაწინაურდნენ, მარკო ასენსიოს დარტყმა პაუ ტორესს მოხვდა და რეალი წინ გავიდა. ვილიარეალმა სამუელ ჩუკვუეზეს მაგარი გოლით გაათანაბრა, ნიგერიელმა ნაჩო მარტივად მოატყუა და კურტუა უშანსოდ დატოვა.

რეალი მეორე ტაიმის სტარტზე ისევ წინ გავიდა, ვინისიუს ჟუნიორმა ვილიარეალს ბრწყინვალე გოლი გაუტანა და მადრიდელები დააწინაურა. კიკე სეტიენის გუნდი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა მწვრთნელის ცვლილებებმა გაამართლა. ხოსე ლუის მორალესმა მოედანზე შესვლიდან 3 წუთში გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ჩუკვუეზემ მე-80 წუთზე შესანიშნავი დარტყმით ვილიარეალს 3 ქულა მოუტანა.

კიკე სეტიენმა რეალს ლა ლიგაში ორივე მატჩი მოუგო. მის გუნდს ლა ლიგაში 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ვილიარეალი 47 ქულით მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. რეალის ამ მარცხით ბარსელონას შანსი გაუჩნდა, რომ მადრიდელებს 15 ქულით გაასწროს.

კომენტარები

ბოლო ამბები