- დალასი 117:138 სან ანტონიო
- ქართველმა ფორვარდმა ორმაგი დუბლი შეასრულა
- მამუკელაშვილი: მივესალმები უკრაინელებს, რომლებიც სამშობლოს დასაცავად იბრძვიან
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს რეგულარული სეზონი 23 ქულით დაასრულა, რაც სან ანტონიო სპურსის მაისურით მისი საუკეთესო შედეგია.
ქართველმა ფორვარდმა ტექსასურ დერბიში გაიბრწყინა, რომელიც მისმა გუნდმა ლუკა დონჩიჩის გარეშე მოთამაშე მეტოქეს 138:117 მოუგო.

მამუკელაშვილმა ხსენებულ 23 ქულას 11 მოხსნა (3 შეტევაში), 4 პასი და 1 დაფარება წაამატა. ეს სანდროს მე-2 ორმაგი დუბლია სეზონში (პირველი აპრილის დასაწყისში იყო გოლდენ სტეიტთან, 13 ქულა, 11 მოხსნა).
ის სან ანტონიოში ისევ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 31 წუთში 10-დან 4 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
მამუკელაშვილის მოედანზე ყოფნის პერიოდში სპურსმა მასპინძლებზე 27 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, თამაშის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მან ერთ მატჩში 4 სამქულიანიც პირველად გამოიყენა.
23 ქულა სანდროსთვის მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგიცაა, რადგანაც მსგავსი მაჩვენებელი არც მილუოკი ბაქსში ჰქონია.
რაც შეეეხება NBA-ში ქართველი ფორვარდის საუკეთესო შედეგს, ის 28 ქულას უტოლდება და საინტერესოა, რომ ზუსტად 1 წლის წინ ფიქსირდება. 2002 წლის 10 აპრილს მამუმ კლივლენდთან გაიბრწყინა.
სპურსმა დასავლეთ კონფერენციაში 21 მოგება და 60 მარცხი მოაგროვა და ბოლო ადგილზე გავიდა, რაც ცხადია, გუნდს პლეი ოფს მიღმა ტოვებს. სანდრომ ტექსასელთა მაისურით 19 მატჩის ჩატარება მოასწრო ასეთი საშუალო სტატისტიკით: 23.3 წუთი, 10.8 ქულა, 6.8 მოხსნა, 2.4 პასი. დარჩება თუ არა მამუკელაშვილი სან ანტონიოში, ეს, კლუბის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
კომენტარები