- ავთანდილ ასათიანმა 14 ფეხბურთელი გამოიძახა
- ტალინში თამაშები 13 და 14 აპრილს ჩატარდება
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი 13 და 14 აპრილს ტალინში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩებს კალევის დარბაზი უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრებმა მზადება თბილისში არასრული შემადგენლობით დაიწყო, სრულად კი ტალინში შეიკრიბება. ასათიანმა ესტონეთთან მატჩებისთვის 14 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაგან 5 ნატურალიზებული ბრაზილიელია.
შეგახსენებთ, რომ ასათიანის შეგირდებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი წარმატებით დაასრულა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში თამაში მაქსიმალური შედეგით (12 ქულა) პირველ ადგილზე დაასრულა (ბელგიასთანა და ავსტრიასთან ჭიდილში) და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.
გადამწყვეტი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 5 ივლისს გაიმართება. ელიტ-რაუნდში გასული 20 გუნდი ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. პირველ ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ გავლენ მსოფლიო ჩემპიონატზე, საუკეთესო მეორეადგილოსნებს კი, საგზურის მოპოვების შანსი პლეი ოფში ექნებათ.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი)
წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), სიმი საიოტი (ელექტრიკო, პორტუგალია), ბრუნო გომესი (აპოსტოლი, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი) ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი), გიორგი ქურდაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი, საქართველო), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი, საქართველო).
კომენტარები