Thumbnail
  • გავის ბარსელონას დამოკიდებულება არ მოსწონს
  • ჩელსის წარმომადგენლები ნახევარმცველის აგენტს შეხვდნენ

გავისა და ბარსელონას შორის ურთიერთობები გაფუჭდა. მცირე ხნის წინ, ლა ლიგამ 18 წლის ფეხბურთელის ახალი კონტრაქტი ხარვეზების გამო ბათილად გამოაცხადა, გავის კი ამ საკითხისადმი ბარსელონას დამოკიდებულება არ მოეწონა. ახალგაზრდა ფეხბურთელი თვლის, რომ კლუბი პრობლემის მოსაგვარებლად მაქსიმუმს არ აკეთებს.

აქედან გამომდინარე იზრდება შანსი, რომ ამომავალმა ვარსკვლავმა კლუბი უკვე მომავალ ზაფხულს დატოვოს, როდესაც დახარვეზებული ხელშეკრულების გამო, შესაძლოა, თავისუფალი აგენტის სტატუსითაც კი სარგებლობდეს (ისე, ბარსელონასთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს).

ესპანური AS-ის ინფორმაციით, გავის წაყვანით ყველაზე მეტად ლონდონის ჩელსია დაინტერესებული და ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. დაახლოებით სამი კვირის წინ მადრიდში "ლურჯების" წარმომადგენლები ჩავიდნენ და გავის აგენტ ივან დე ლა პენიას შეხვდნენ. შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა და შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკება გაგრძელდებოდა. 

გარდა ამისა, ტრანსფერის განხორციელებაში, შესაძლოა, დიდი როლი ითამაშოს ჩელსის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატმა ლუის ენრიკემ. ლონდონელებს ახლა დროებით ფრენკ ლამპარდი წვრთნის, რომელიც გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს. დიდი შანსია, ახალი სეზონიდან ჩელსი ენრიკემ ჩაიბაროს, რომელიც გავის დიდი გულშემატკივარია.

კომენტარები

ბოლო ამბები