- 📅 12 აპრილი | 🏟 სანტიაგო ბერნაბეუ | ⌚ 23:00 | ⚽ რეალი V ჩელსი
- კარლო ანჩელოტის ჩელსისთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
- PREVIEW | ტიტული მოგებულს? - ზედიზედ მესამე დუელი პლეი ოფში
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება მადრიდის რეალსა და ჩელსის შორის შედგება.
მატჩის წინ ესპანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს არ არის გადამწყვეტი შეხვედრა.
...მატჩის შესახებ: "ეს თამაში არ იქნება გადამწყვეტი, მაგრამ შეუძლია მოგვცეს მნიშვნელოვანი უპირატესობა მეორე მატჩისთვის. გვინდა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" კიდევ ერთი ჯადოსნური საღამო გვქონდეს".
...შარშანდელ დაპირისპირებაზე: "ვინც გაიმარჯვებს, დამსახურებული იქნება. შარშან მოგება ჩვენ დავიმსახურეთ, არასდროს დავნებებულვართ. ამიტომ, ვამბობ, რომ ჩვენი გამარჯვებები ეჭვს არ იწვევდა, არა კლუბის ხელმძღვანელობის დამსახურების გამო, არამედ იმიტომ, რომ სხვებზე უკეთ ვითამაშეთ. ვინისიუსი და ბენზემა თავს ერთად კომფორტულად გრძნობენ, ისევე, როგორც მთელი გუნდი".
...მადრიდის რეალსა და გუნდში ატმოსფეროზე: "ჩვენ გვყავს ნამდვილი კაცებისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებმაც იციან, როდის იხუმრონ და როდის სერიოზულად მოიქცნენ. ჩემთვის მათი მართვა ძალიან მარტივია, ამას ძალიან კარგადაც ვახერხებ, რადგან ყველამ იცის ჩემი უნარები. თუ სამეფო თასს მოვიგებთ, ორ სეზონში ამ გუნდს ყველა შესაძლო ტიტული ექნება მოგებული და არსებობს გუნდები, რომლებსაც ყველა ტიტული მთელი არსებობის განმავლობაში არ მოუგიათ".
...ჩელსიზე: „რა თქმა უნდა, დამწუხრებული ვარ ჩელსის ამ სიტუაციით, იქ მშვენიერი დრო მაქვს გატარებული და რასაკვირველია, ჩელსის ფანი ვარ. თუმცა, დაბრუნებას არ ვაპირებ, იმედი მაქვს, რომ ლამპარდი შესანიშნავად იმუშავებს“.
შეგახსენებთ, რომ რეალმა ჩელსი გასულ სეზონში სწორედ მეოთხედფინალურ ეტაპზე დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 5:4), სამაგიეროდ, 2020/21 წლების სეზონში ინგლისელებმა ნახევარფინალში აჯობეს ესპანელებს (3:1). საინტერესო დამთხვევაც: ბოლო ორ სეზონში ამ გუნდებს შორის მოგებული ტურნირსაც იგებდა! კარლო ანჩელოტი ლონდონურ გუნდში 2009-2011 წლებში მუშაობდა, მისი შეგირდი კი ფრენკ ლამპარდი იყო.
კომენტარები