Thumbnail
  • ჩელსი სეზონის ბოლომდე ფრენკ ლამპარდს ჩააბარეს
  • ამ ეტაპზე მარსელო გალიარდო უგუნდოდაა დარჩენილი

რივერ პლეიტის ყოფილი მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდო ახლოსაა პრემიერლიგაში გადასვლასთან. არგენტინელმა სპეციალისტმა, შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან ლონდონის ჩელსი ჩაიბაროს, - ინფორმაციას გამოცემა UOL ავრცელებს.

"ლურჯებმა" ცოტა ხნის წინ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გრემ პოტერი გაათავისუფლეს და კლუბი სეზონის ბოლომდე ფრენკ ლამპარდს ჩააბარეს. ლონდონელები მომდევნო სეზონისთვის ამ პოზიციაზე არაერთ კანდიდატს განიხილავდნენ. ყველაზე რეალური ვარიანტი აქამდე ესპანეთის ნაკრების ყოფილი დაბრიგებელი, ლუის ენრიკე იყო, რომელიც ჩელსის წარმომადგენლებთან შესახვედრად ლონდონში ჩავიდა.

UOL წერს, რომ გალიარდოსთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. 47 წლის სპეციალისტი ამ ეტაპზე უგუნდოდაა დარჩენილი და წყაროს ცნობით, მას კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს. 

გალიარდო რივერ პლეიტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია - მას 8 წლის განმავლობაში 14 ტიტული აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები