Thumbnail

კარლო ანჩელოტის რეალმა მშვიდად დაამარცხა ჩელსი 2:0 და საპასუხო მატჩის წინ უფრო გამოკვეთილი ფავორიტი გახდა. "სამეფო კლუბი" აგრძელებს მე-15, სარეკორდო ტიტულისკენ სვლას. ქარიმ ბენზემა ჩელსის კოშმარად იქცა, ხოლო მარკო ასენსიო ჩემპიონთა ლიგის სუპერსათადარიგოა.

ალაბამ გამოჯანმრთელება მოასწრო და სასტარტო 11-ეულში მოხვდა, სხვა მხრივ კარლო ანჩელოტის არჩევანი იოლი გამოსაცნობი იყო. ლამპარდმა სასტარტოში მუდრიკის და ჰავერტცის ადგილი ვერ გამოძებნა, მაუნტი განაცხადში მოხვდა. გამოჯანმრთელება მოასწრო და სასტარტოში დაიწყო კაპიტანმა ტიაგო სილვამ. 

ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა, საგოლე კომბინაციაში კარვახალი და ვინისიუსი მონაწილეობდნენ, ბენზემამ კეპას ახლო მანძილიდან გაუტანა. ცუდად დაწყებული პირველი ტაიმის მიმდონარეობა ამის შემდეგ დადებითად შეიცვალა ანჩელოტის გუნდისთვის. ჩელსის სტრატეგია მარტივი იყო, დაცვიდან თამაში, საჯარიმოსთან სივცრეების ჩაკეტვა და კონტრშეტევების იმედზე ყოფნა. 

მარკო ასენსიომ მოედანზე შესვლიდან 3 წუთში გაიტანა

მას მერე, რაც ჩილუელმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, რეალმა ანგარიშში სხვაობა გაზარდა, ვინისიუსის პასით შეცვლაზე შესულმა ასენსიომ გაიტანა - 2:0.

საპასუხო მატჩი ლონდონში, "სტემფორდ ბრიჯზე" 6 დღის შემდეგ, 18 აპრილს გაიმართება. 

საინტერესო ფაქტები

🟠 ქარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური კლუბების კარში მე-20 გოლი გაიტანა. მხოლოდ ლიონელ მესის აქვს მეტი - 27. 

🟠 ევროპის ტოპლიგების გუნდებიდან ყველაზე მეტი გოლი 2023 წელს ქარიმ ბენზემამ და ერლინგ ჰაალანდმა გაიტანეს - 18-18. 

🟠 ქარიმ ბენზემამ 130-ე მატჩი ითამაშა ლიგაზე, ეს რეალის ისტორიაში მეორე შედეგია (სერხიო რამოსს გადაუსწრო და რაულს დაეწია). წინ მხოლოდ იკერ კასილიასია - 150 თამაში.

🟠 ქარიმ ბენზემამ ჩელსის მეხუთე დაპირისპირებაში მე-6 გოლი გაუტანა. 

🟠 მარკო ასენსიომ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანა შეცვლაზე შესვლის მერე - 9. 

🟠 რეალმა ევროთასებზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო. 

რეალი 2:0 ჩელსი

გოლები: 1:0 ბენზემა (22. ვინისიუსის პასით), 2:0 ასენსიო (74. ვინისიუსის პასით)

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, კამავინგა (71. რიუდიგერი) - ვალვერდე, კროოსი (84. ჩუამენი), მოდრიჩი (81. სებალიოსი) - როდრიგო (71. ასენსიო), ბენზემა, ვინისიუსი

ჩელსი (3-5-2): კეპა - კულიბალი (55. კუკურელია), ტიაგო სილვა (75. მაუნტი), ფოფანა - ჯეიმსი, კანტე (75. გალაგერი), ენცო ფერნანდესი, კოვაჩიჩი, ჩილუელი - სტერლინგი (65. ჰავერტცი), ჟოაო ფელიქსი (65. ჩალობა)

ჩელსი: ჩილუელი (59. ჩელსი).

კომენტარები

ბოლო ამბები