- ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის გამოხმაურება იტალიური მედიისგან
- ხვიჩა ნაპოლიში საუკეთესო იყო - ყველაფერი მარადონაზე გაირკვევა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩი ნაპოლი სტუმრად მილანთან 0:1 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 81-ე წუთამდე იყო. აქტიურობდა, პირველივე წუთზე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მილანის ფეხბურთელმა, რადე კრუნიჩმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. იტალიურმა მედიამ კვარას თამაში საშუალო ქულებით შეაფასა.
Calcionapoli1926 – 6 ქულა: "გუნდის დამუხტვას ცდილობს, მაგრამ მარტო იბრძვის".
Eurosport – 6 ქულა: "წარმოუდგენელი მომენტი ჰქონდა პირველივე წუთზე, რომელიც კრუნიჩმა დაბლოკა. როდესაც სივრცეს პოულობს, ამტკიცებს, რომ შეიძლება დამანგრეველი იყოს, მაგრამ ხშირად ორმაგი მეურვეობის წინაშე ხვდება და ყველაფერი რთულდება".
Calciomercato – 6 ქულა: "დიდებული შანსი პირველ წუთზე, მაგრამ მილანის დაცვა კარში კედლად აღიმართა. ნაპოლის ნაპერწკლები მის მოქმედებებში ჩანდა".

Tuttomercatoweb – 5.5 ქულა: "თამაშის დაწყებიდან ერთ წუთში საგოლე მომენტი გაანიავა. ამას შეეძლო თამაშის სცენარის შეცვლა. სულ ცდილობდა, მაგრამ მის განეიტრალებას ახერხებდნენ".
Tuttonapoli – 6 ქულა: "ის შეტევაში ყველაზე სახიფათო კაცია, ალბათ, ერთადერთი ტრიოში, რომელიც სტადიონს აკანკალებს, მაგრამ დასაწყისშივე კარიდან ორ ნაბიჯში მზა მომენტი ვერ გამოიყენა და ვერ შეცვალა მთლიანი მატჩი. მილანი მის წინააღმდეგ ორმაგი დაცვით თამაშობდა, მაგრამ მაინც იპოვა გზა, რათა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე დაეტოვებინა ან შეტევისთვის სახიფათო განვითარება მიეცა. მეორე ტაიმში უფრო პროგნოზირებადი გახდა".
Mediaset – 5 ქულა: "თამაშის სტარტზე საოცარი მომენტი ვერ გამოიყენა და მერე თამაშში ბოლომდე ვეღარც შევიდა. კრუნიჩის დახმარებით კალაბრია ძალიან კარგად აკავებდა".
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, 14-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 4-ჯერ პენალტი მოიპოვა (ერთი თავად გაიტანა).
ნაპოლი-მილანის საპასუხო მატჩი 18 აპრილს, "სტადიო მარადონაზე" გაიმართება.
კომენტარები