Thumbnail

'როცა რეალის ფეხბურთელი ხარ, ლიგის მოგებაზე ფიქრობ' - ვინისიუსი მატჩზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში რეალმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2:0 დაამარცხა ჩელსი და საპასუხო მატჩის წინ აშკარა ფავორიტია. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ბრაზილიელი ვინისიუს ჟუნიორი გახდა, რომელმაც პირველ გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა, შემდეგ კი ასენსიოს გაატანინა. ვინისიუსმა 3-ჯერ დაარტყა კარისკენ და 4-ჯერ წარმატებით შეასრულა დრიბლინგი.

ვინისიუს ჟუნიორი (რეალი): "მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეტოქე სერიოზულ პრესში გვყავდა. ისევე, როგორც ეს შარშან ამავე ეტაპზე. დღეს სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გვქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ საქმის ნახევარია. ახლა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ეს მთავარია.
დღევანდელ მატჩში ბევრი სივრცე გვქონდა. როცა რეალი ხარ, რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა გსურს. თუმცა ისიც ვიცით, რომ ჩელსისთან სტუმრად თამაში რთული იქნება. ყოველმა ფეხბურთელმა, ვისაც "სამეფო კლუბის" თეთრი მაისური აცვია, კარგად იცის, რას ნიშნავს რეალისთვის ჩემპიონთა ლიგა, მით უფრო "ბერნაბეუზე". თუ რეალში თამაშობ, ლიგის მოგებაზე უნდა იყო დაგეშილი". 

შეგახსენებთ, რომ ლონდონში საპასუხო მატჩი 18 აპრილს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები