Thumbnail

ტრაგედია სტამბოლში - იტალიელი ფრენბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 18 წლის ჯულია იტუმა სასტუმროს ფანჯრიდან გადავარდა
  • ნოვარას ტალანტს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ

ტრაგედია დატრიალდა სტამბოლში, სადაც იტალიური ნოვარას ფრენბურთელი ჯულია იტუმა გარდაცვლილი იპოვეს. 18 წლის გოგონა იტალიური ფრენბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, თურქეთში კი ჩემპიონთა ლიგის მატჩის ჩასატარებლად იყო ჩასული.

ნოვარა გუშინ გაეჯიბრა ეკზაჩიბაშის და 0:3 წააგო, ჯულიამ კი სამივე სეტში ითამაშა და გუნდს 3 ქულა შესძინა. დღეს ნოვარელებს გეზი იტალიისკენ უნდა აეღოთ, თუმცა, დილით გუნდი ტრაგედიამ შეძრა.

წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა ფრენბურთელი სასტუმროს ფანჯრიდან გადავარდა. მისი ნომერი მე-5 სართულზე იყო, სხეული კი დილის 5 საათზე აღმოაჩინეს. ადგილობრივმა პოლიციამ უკვე დაიწყო მომხდარის გამოძიება და უბედური შემთხვევის გარდა, სხვა ვერსიებსაც განიხილავს.

ცნობისთვის, იტუმა შარშან სწორედ იტალიელთა ჩემპიონობით დასრულებული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის MVP გახდა, მანამდე კი, მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზეც ოქროს მედალი მოიპოვა. ის ნოვარაში სწორედ მიმდინარე სეზონის წინ ჩაირიცხა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები