- საქართველო 3:0 კოსოვო
- ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მეტოქე ესტონეთის ნაკრები იქნება
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები (კაპიტანი მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი) წარმატებულ თამაშს განაგრობს ბილი ჯინ კინგის სახელობის ტურნირზე. ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფის მატჩებს პორტუგალიის ქალაქი ოეირასი მასპინძლობს, ქართველმა ჩოგბურთელებმა კი ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საწყის ტურებში ირლანდია (2:1) და სამხრეთ აფრიკა (3:0) და ლიეტუვა (2:1) დაამარცხა, დღეს კი, კოსოვოს გაეჯიბრა და პრობლემა არ შექმნია - 3:0.
დღის საწყის შეხვედრაში სოფია შაფათავამ ადრიანა ლეკაის 6:2, 6:1 სძლია, ეკატერინე გორგოძემ კი არლინდა რუშტის 6:1, 6:2 მოუგო. ამგვარად, წყვილთა მატჩმა, რომელშიც ნათელა ძალამიძე და ოქსანა კალაშნიკოვა აია ბროქისა და ფორტა მორინას უნდა გაჯიბრებოდნენ, მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა, ისიც ქართველებმა მოიგეს 6:1, 6:1.
ქართველ ჩოგბურთელებს ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი. 14 აპრილს მეტოქე ესტონეთი იქნება, რომელსაც ანეტ კონტავეიტის (მსოფლიოს 69-ე ჩოგანი) სახით აშკარა ლიდერი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ A ჯგუფში საბერძნეთი, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, პორტუგალია და მალტა თამაშობენ. ტურნირის 2 საუკეთესო ნაკრები I ჯგუფში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს, 2 უარესი კი გასავარდნ პლეი ოფში მოხვდება.
კომენტარები