- ალ-ნასრიდან რუდი გარსია გაათავისუფლეს
- სავარაუდოდ ამის მიზეზე კლუბში არსებული კონფლიქტია
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურადაც დადასტურდა: ალ-ნასრიდან რუდი გარსია დაითხოვეს.
აზიური კლუბის განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ფრანგ სპეციალისტთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა. რუდი გარსია ალ-ნასრსს 2022 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა.
სავარაუდოდ, გარსიას გათავისუფლების ერთ-ერთი მთავარი მოტივი ფეხბურთელებთან და მათ შორის, კრიშტიანო რონალდოსთან კონფლიქტი გახდა. გუშინ ესპანური “მარკა” იტყობინებოდა, რომ რონალდო ალ-ფეიჰასთან მატჩის (0:0) შემდეგ გარსიას ტაქტიკით უკმაყოფილო იყო და გასახდელში ეს არც დამალა. მან საფრანგეთის სამგზის წლის საუკეთესო მწვრთნელს თანაგუნდელების თანდასწრებით უთხრა, რომ გუნდის პოტენციალს სრულად არ იყენებს.
ალ-ნასრისთვის საუდის არაბეთის სუპერთასზე ასპარეზობა ნახევარფინალში დასრულდა და როგორც ირკვევა, ბოლო დროს მწვრთნელსა და გუნდს შორის უთანხმოება იყო - განსაკუთრებით, გარსიას და რონალდოს შორის.
კრიშტიანომ, რომელიც ალ-ნასრსში იანვრიდან თამაშობს და ლიგის 10 მატჩში 11 გოლის გატანა შეძლო, გარსია კლუბის ხელმძღვანელებთანაც ღიად გააკრიტიკა.
კომენტარები