Thumbnail

ევროპალიგასა და კონფერენსლიგაზე მეოთხედფინალის პირველი მატჩები ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ 8 წყვილიდან მხოლოდ ერთში აღარაა ინტრიგა, დანარჩენი მატჩები კი საინტერესო უნდა გამოვიდეს.

როტერდამის ფეიენოორდმა რომას 1:0 მოუგო. რომაელთა კაპიტანმა, ლორენცო პელეგრინიმ პირველ ტაიმში პენალტი ვერ გაიტანა, როტერდამელებმა კი მატს ვიფერის ლამაზი გოლით მოიგეს. მოურინიოს ამ მატჩში დიდი პრობლემები შეექმნა. პაოლო დიბალამ და ტამი აბრაჰამმა ტრავმების გამო შეხვედრა ვერ გააგრძელეს.

ტურინის იუვენტუსმა ლისაბონის სპორტინგს ფედერიკო გატის გოლით მოუგო. ლისაბონელები ტურინში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ვერ გაიტანეს. ტურინელებმა კი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და ლისაბონში ნახევარფინალური საგზურის მოპოვებას ეცდებიან.

მანჩესტერ იუნაიტედი სევილიასთან მარსელ ზაბიცერის დუბლით 21 წუთში 2:0-ს იგებდა, თუმცა ბოლო 10 წუთში იუნაიტედის მცველებმა საკუთარ კარში ორჯერ გაიტანეს და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

84-ე წუთზე ჯერ მალასიამ გაიტანა საკუთარ კარში, რის შემდეგაც ჰარი მაგუაირის დროც დადგა. 92-ე წუთზე ჰარიმ ანგარიში გაათანაბრა და სევილიამ არ წააგო.

სამწუხაროდ, ნიკა კვეკვესკირის ლეხი ფიორენტინასთან საკუთარ მოედანზე 1:4 განადგურდა. ნიკა ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა 75-ე წუთზე შეცვალა. ლეხს მომდევნო ეტაპზე გასვლის მცირე შანსი დარჩა.

კონფერენსლიგაზე ანდერლეხტმა ალკმაარს 2:0 სძლია, ბაზელისა და ნიცას მატჩი 2:2 დასრულდა, ხოლო გენტმა და ვესტ ჰემმა ფრედ ითამაშეს - 1:1. საპასუხო მატჩები ერთ კვირაში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები