Thumbnail

ფუტსალი | 9 გოლი ესტონეთთან - საქართველომ მეორე ტესტიც მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ესტონეთი 2:9 საქართველო
  • ავთანდილ ასათიანის გუნდმა ტალინში ორივე მატჩში იმარჯვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერად, 9:2 იმარჯვა.

უხვგოლიან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები ვახტანგ კეკელიამ (2), ბრუნო გომესმა, გიორგი ჩიმაკაძემ, ირაკლი თოდუამ, ვახტან ჯვარაშვილმა, ფერნანდო დრასლერმა და შაგინიამ გაიტანეს, ერთი ბურთი კი მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა.  

შეგახსენებთ, რომ გუნდების პირველ შეხვედრაში, რომელიც ასევე ტალინში შედგა, ავთანდილ ასათიანის გუნდმა 3:0 მოიგო. 

საქართველოს ნაკრები უახლოეს ოფიციალურ მატჩს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდის ფარგლებში, შემოდგომაზე გამართავს. ელიტ რაუნდის წილისყრა 5 ივლისს არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები