Thumbnail
  • ჩვენს YouTube-ზე "გასვლითი შეხვედრის" ახალი სეზონის მე-3 ეპიზოდის პრემიერა შედგა
  • ევროპოპის გადამღები ჯგუფი ამჯერად გერმანიაში, ლევან ყენიასთან იმყოფებოდა
  • როგორ ცხოვრობენ და როგორი საზოგადოების წევრები არიან - სერიები ქართველ სპორტსმენებზე

ევროპოპი სტუმრად ქართველ სპორტსმენებთან - ჩვენს YouTube არხზე განსაკუთრებული პროექტის, "გასვლითი შეხვედრის" ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა.

ჩვენი გადამღები ჯგუფი ამჯერად გერმანიაში იმყოფებოდა და "გასვლითი შეხვედრის" ახალი სერია დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უნიჭიერეს ფეხბურთელს, ლევან ყენიას ეძღვნება. მაინც რატომ ვერ ითამაშა დიდი ფეხბურთი და სად არის ახლა ყენია? გელზენკირხენში ცხოვრობს, დიუსელდორფში ვარჯიშობს და იურდინგენში თამაშობს.

ვფიქრობთ, ყენიასთან სტუმრობა ძალიან საინტერესო გამოვიდა და გვჯერა, რომ ვიდეოს ნახვისას ამაში თქვენც დარწმუნდებით. ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

"გასვლითი შეხვედრა" - ასე ჰქვია სერიებს, რომლის ფარგლებშიც ქართველ სპორტსმენებს იმ ქალაქებში ვსტუმრობთ, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ. გადაცემის წამყვანი, მარკეტერი და პრომოუტერი ლევან ღვინიანიძეა, რომელსაც ქართულ სპორტში მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

პირველი სერიის სტუმარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დათი ხოჭოლავა იყო. მეორე ეპიზოდის გადასაღებად ლიონში ჩავედით, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრებს, დავით ნინიაშვილს და ბექა საღინაძეს შევხვდით. ამის შემდეგ იყო შეხვედრა გრაცში, ოთარ კიტეიშვილთან, რომელიც ავსტრიული შტურმის და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. მეოთხე სერიაში კი ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გაგაცანით ახლოს, რომლებსაც პოლონეთის ქალაქ პოზნანში ვესტუმრეთ. პირველი სეზონი 2022 წლის ბოლოს, გურამ კაშიასთან სტუმრობით დაიხურა. ახალი სეზონი თებერვლის ბოლოს, გიორგი შერმადინთან ტენერიფეში სტუმრობით გავხსენით, მეორე სერია კი ძიუდოისტ ნიკოლოზ შერაზადიშვილს მიეძღვნა.

კომენტარები

ბოლო ამბები