Thumbnail
  • ჩელსიმ მიმდინარე სეზონში უკვე ორი მწვრთნელი დაითხოვა
  • ლამპარდის მისვლის შემდეგ ლონდონელებს 3-დან 3 მარცხი აქვთ

ლონდონის ჩელსის მფლობელმა ტოდ ბოელმა ბრაიტონთან სტემფორდ ბრიჯზე 1:2 წაგებული შეხვედრის შემდეგ თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკა. მატჩის შემდეგ ბოელი "ლურჯების" გასახდელში შევიდა და კლუბის მდგომარეობას სამარცხვინო უწოდა.

ჩელსიმ მიმდინარე სეზონში უკვე ორი მთავარი მწვრთნელი, თომას ტუხელი და გრემ პოტერი დაითხოვა. წლის ბოლომდე კლუბს ფრენკ ლამპარდი უხელმძღვანელებს, რომლის მოსვლის შემდეგაც სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა - ლონდონელები ბოლო 3 შეხვედრიდან სამივეში დამარცხდნენ. ბოელმა მისვლის შემდეგ ტრანსფერებში 600 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა და რა თქმა უნდა, კლუბისგან გაცილებით უფრო მეტს ელოდება.

ბრაიტონთან მატჩის შემდეგ ბოელსა და ფანებს შორის შელაპარაკება მოხდა 

როგორც The Telegraph იუწყება, ბოელი ლამპარდის ფეხბურთელებთან საუბრის დასრულებას დაელოდა, შემდეგ კი გასახდელში შევიდა. ბოლოს მან მოთამაშეებს უთხრა, რომ წინ მადრიდის რეალთან მატჩი აქვთ და შეუძლიათ, რომ სეზონი გადაარჩინონ.

ჩელსი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რეალთან სანტიაგო ბერნაბეუზე 0:2 დამარცხდა, სამშაბათს კი ლონდონში საპასუხო შეხვედრა გაიმართება. პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ლამპარდის გუნდი 39 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები