- ოთხი ქართველიდან სამმა მოჭიდავემ ნახევარფინალური ეტაპი დათმო
- გენო პეტრიაშვილი ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის მე-2 დღეს 5-დან 4-მა ქართველმა ფალავანმა მოახერხა ნახევარფინალში გასვლა, თუმცა ფინალის საგზური მხოლოდ გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.
შოთა ფარტენაძე (61 კგ.) ნახევარფინალში ალბანელ ზელიმხან აბაკაროვს შეხვდა. დაპირისპირება 4:4 დასრულდა და აბაკაროვმა ბოლო ქულის წყალობით შეძლო ფინალში გასვლა. ავთანდილ კენჭაძე ნახევარფინალში სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ტაიმურაზ სალკაზანოვთან 1:5 დამარცხდა. მირიან მაისურაძემ (92კგ) ნახევარფინალი თურქ ფეიზულა აკტურკთან დათმო - 1:11.
გენო პეტრიაშვილმა მეოთხედფინალში ბერძენ აზამატ ხოსონოვს 12:2 მოუგო და ნახევარფინალში უნგრელ დანიელ ლიგეტის 7:4 სძლია და ფინალში თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება. სამწუხაროდ, ტარიელ გაფრინდაშვილი მედლისთვის ბრძოლას ვერ აგრძელებს, ის პოლონელ სებასტიან იეზირზანსკისთან დამარცხდა, ხოლო პოლონელმა ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
ფინალურ ბლოკი ხვალ თბილისის დროით 20:00-საათზე დაიწყება. ფარტენაძე, კენჭაძე და მაისურაძე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ, ხოლო გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლის მოსაგებად იჭიდავებს.
კომენტარები