Thumbnail
  • 📅 18 აპრილი | 🏟 მარადონა | ⌚ 23:00 | ⚽ ნაპოლი V მილანი
  • ნაპოლის და მილანის სასტარტო 11-ეულები ცნობილია

23:00-ზე "დიეგო არმანდო მარადონაზე" ნაპოლის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი იწყება, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალში მილანს მასპინძლობს. პირველი დაპირისპირება მილანმა მინიმალური სხვაობით მოიგო - 1:0

აღსანიშნავია, რომ ნიგერიელ ფორვარდ ვიკტორ ოსიმენს ამ სეზონში მილანის წინააღმდეგ არ უთამაშია, მან წინა სამივე დაპირისპირება გამოტოვა და ახლა პირველად დაუპირისპირდება სეზონში "როსონერის". ხვიჩა კვარაცხელია კი სპალეტიმ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში დაასვენა, ვერონასთან ხვიჩა მხოლოდ 64-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. იმ შეხვედრაში ოსიმენი ტრავმის მერე პირველად დაუბრუნდა ნაპოლის, მანაც შეცვლაზე ითამაშა. მასპინძელთა მხრიდან თამაშს დისკვალიფიკაციის გამო ზამბო ანგისა და კიმ მინ-ჯაე ტოვებენ, ხოლო ჯოვანი სიმეონე - ტრავმის. მილანის რიგებში არ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ის ლიგის განაცხადში არაა. 

ლუჩანო სპალეტიმ და სტეფანო პიოლიმ ამ მატჩისთვის ეს შემადგენლობები შეარჩიეს:

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუში, მარიო რუი - ნდომბელე, ლობოტკა, ჟიელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია

მილანი (4-2-3-1): მანიო - კალაბრია, კიაერი, ტომორი, ტეო ერნანდესი - კრუნიჩი, ტონალი - ბრაიმ დიასი, ბენასერი, რაფაელ ლეაო - ჟირუ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად თამაშობს. ხვიჩა კვარაცხელიას ლიგის ამ სეზონში 2 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები