Thumbnail

ლონდონის ჩელსი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში მადრიდის რეალთან სტემფორდ ბრიჯზე 0:2 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.  ჩელსის ბრაზილიელმა მცველმა ტიაგო სილვამ "სამეფო კლუბთან" მატჩის შემდეგ კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და მფლობელებს სტრატეგიის შეცვლა ურჩია. შეგახსენებთ, რომ ტოდ ბოელმა ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს 600 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა, იანვარში კი 8 ფეხბურთელი დაიმატა.  

"ყველაფერს მწვრთნელებს ვერ დავაბრალებთ და პასუხისმგებლობა ჩვენ თავზეც უნდა ავიღოთ. კლუბს რთული პერიოდი აქვს. ახალი მფლობელები და მოთამაშეები მოვიდნენ, გასახდელის გაზრდა მოგვიწია, რადგან ფეხბურთელები ვეღარ ეტეოდნენ. კარგი ისაა, რომ გუნდში კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ვიღაც ყოველთვის იქნება უკმაყოფილო, რადგან ყველას თამაშის შესაძლებლობა არ ექნება. მწვრთნელს მხოლოდ 11 ფეხბურთელის დაყენება შეუძლია. იანვარში 8 მოთამაშე დავიმატეთ, ეს უნდა შევწყვიტოთ და სტრატეგიაზე ჩამოვყალიბდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო სეზონში იგივე შეცდომებს დავუშვებთ", - აღნიშნა სილვამ.

ლონდონელებისთივს სეზონი ძალიან ცუდად მიმდინარეობს, პრემიერლიგაში ჩელსი მე-11 ადგილზე იმყოფება, გარდა ამისა, კლუბში ბოლო დროს სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა - ბრაიტონთან მარცხის შემდეგ გუნდის მფლობელი ტოდ ბოელი გასახდელში შევიდა და ფეხბურთელები გააკრიტიკა.  

კომენტარები

ბოლო ამბები