- ქართველმა სპორტსმენმა საჩემპიონო გზაზე 4 მეტოქე დაამარცხა
- საფრანგეთში მიმდინარე ტურნირზე ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც გამოვლენ
საქართველოს ქალ პარამოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი ირმა ხეცურიანი საფრანგეთის ქალაქ ნიმში მიმდინარე მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.
ხეცურიანმა მერვედფინალში ფრანგი სესილ დემო დაამარცხა (15:3), მეოთხედფინალში – იადვიგა პაჩეკი (პოლონეთი, 15:11), ნახევარფინალში – ლანჟუ აო (ჩინეთი, 15:2), ხოლო ფინალში – საისუნე იანა (ტაილანდი, 15:12).
საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ძალებს საქართველოს ნაკრების სხვა წევრები – ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც მოსინჯავენ.
კომენტარები