Thumbnail
  • ბრიტანული მედია მანჩესტერ იუნაიტედში გიორგის შესაძლო ტრანსფერზე ისევ წერს
  • სევილიაში ფიასკოს შემდეგ, მანჩესტერში დე ხეას მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია 

ბრიტანული მედია მანჩესტერ იუნაიტედში გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე ისევ წერს. ვალენსიას ქართველი მეკარის მომავალი ამ დრომდე გაურკვეველია და თუკი გუნდი ლა ლიგიდან გავარდება, დიდია მოლოდინი, რომ მამარდაშვილი კლუბს შეიცვლის. 

საქართველოს ნაკრების 22 წლის მეკარის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი პრემიერლიგაშია, სადაც გიორგის მომავალს ხან მანჩესტერ იუნაიტედს, ხან ჩელსისა და ლესტერს უკავშირებენ. სულ ახლახან Givemesport-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში დავიდ დე ხეას მომავალს და მის სავარაუდო შემცვლელ გიორგი მამარდაშვილს ეძღვნება.

"მანჩესტერ იუნაიტედის განზრახვა, გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი მეკარე დავიდ დე ხეასთან, ეჭვქვეშ უფრო ადრე დადგა, ვიდრე ესპანელი ოთხშაბათს სევეილიაში შერცხვებოდა. ახლა საკითხავი ისაა, რამდენად აკმაყოფილებს 32 წლის მეკარე თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს, რომელშიც გოლკიპერის ფეხით თამაშისა და შეტევის წამოწყების უნარი უაღრესად მნიშვნელოვანია...

დე ხეასა და მაგუაირის შეცდომები მანჩესტერს სევილიასთან წაგებად დაუჯდა

მანჩესტერ იუნაიტედმა დე ხეას წინადადებით მიმართა და მის თანახმად, მადრიდის ატლეტიკოსა და ესპანეთის ნაკრების ყოფილ მეკარეს ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე დათანხმება მოუწევს, რომელიც კვირაში 350 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ჯერჯერობით დე ხეას დაპირება არ მოუცია, მაგრამ არსებული ინფორმაციით, იუნაიტედის გუნდი უკვე განიხილავს სხვა ვარიანტებს და მათ სიაში პირველი 45 მილიონ ფუნტად შეფასებული ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილია. 

ტენ ჰაგის სკაუტები ასევე აკვირდებიან პორტუს მეკარე დიოგო კოშტასა და ბრენტფორდის გოლკიპერ დავიდ რაიას. ამ ზაფხულს  კლუბის მეკარეთა რგოლში დიდი ცვლილებები იგეგმება", - წერს საიტი.

გიორგის მომავალი ვალენსიას ლა ლიგაში დარჩენა-არდარჩენაზეა დამოკიდებული

დავიდ დე ხეა მანჩესტერ იუნაიტედის ღირსევას 2011 წლიდან იცავს და კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. მიმდინარე სეზონში ესპანელმა გოლკიპერმა კლუბის მაისურით 48 მატჩში ითამაშა, გაუშვა 53 გოლი, 21 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილი 2021 წლის ზაფხულში იჯარით დაიმატა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში მისი ტრანსფერი გამოისყიდა. გასულ წელს გიორგიმ "ღამურებთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა, მისი გამოსასყიდი ფასი კი 100 მილიონი ევროა. თუმცა, ცხადია, ვალენსიას ფეხბურთელის გაყიდვა გაცილებით ნაკლებ ფასშიც შეუძლია. 22 წლის მეკარემ ესპანური კლუბის მაისურით დღემდე ყველა ტურნირზე 54 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 62 გოლი, 16 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები