Thumbnail
  • ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ 5 წევრი გავიდა ხალიჩაზე
  • ჯონი ხეცურიანი ერთადერთია, რომელმაც მეორე დღეს ფინალის საგზური მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. მეორე დღეს ხალიჩაზე ხუთი მოჭიდავე გავიდა: ფრიდონ აბულაძე (60 კგ.), ჯონი ხეცურიანი (67 კგ.), რამაზ ზოიძე (72 კგ.), გელა ბოლქვაძე (82 კგ.) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ.).

ფრიდონ აბულაძემ მეოთხედფინალი გიორგი თიბილოვთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა, რადგანაც თიბილოვი ფინალში ვერ გავიდა. რამაზ ზოიძე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომეხ მეტოქესთან დამარცხდა. გელა ბოლქვაძეც უმედლოდ დარჩა, რადგანაც მოლდოველი მიჰაილ ბრადუ ფინალში ვერ გავიდა. ბრინჯაოს მედლისთვის რობერტ კობლიაშვილი იბრძოლებს, რომელსაც კვარცხლბეკზე ასასვლელად ორი მოგება სჭირდება.

ჯონი ხეცურიანმა ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა: ზაურ კაბალოევი (5:2), ფარვიზ ნასიბოვი (8:2) და მიჰაი მიჰუტი (10:1). ჯონის მეტოქე ფინალში აზერბაიჯანელი ჰასრატ ჯაფაროვი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები