Thumbnail
  • ლერი აბულაძე ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ ტალეჰ მამადოვს შეხვდა
  • ქართველი მოჭიდავე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლერი აბულაძემ (63 კგ.) ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო. ქართველმა მოჭიდავემ ტიტული შეინარჩუნა.

მან ტალეჰ მამადოვთან ფინალის პირველი პერიოდი 0:1 დათმო, რის შემდეგაც ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მეტოქეს კიდევ 4 ქულა აუღო და ფინალი 5:1 მოიგო. აბულაძემ ფინალამდე თურქი მეჰმეტ ჩეკერი 9:1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ბულგარელ აბუ მუსლიმ ამავს 11:2 სძლია.


საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა ნუგზარ წურწუმიამ, რომელმაც სომეხ რუდიკ მკრტჩიანს 9:0 აჯობა. ლაშა გობაძემ აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვს 3:0 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, მესამე ბრინჯაო საქართველოს ნაკრებისთვის იაკობ ქაჯაიამ მოიგო. საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ერთი ოქრო და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები