Thumbnail

'მემარცხენე არავის არ უყვარს' - მარიამ ბოლქვაძე ევროპოპის არხზე

  • მარიამ ბოლქვაძე სტუმრად ევროპოპის რუბრიკაში "უპასუხე თუ შეგიძლია"
  • 25 წლის ჩოგბურთელს რამდენიმე სახალისო კითხვა დავუსვით 

“უპასუხე თუ შეგიძლია” - ევროპოპის YouTube-არხზე ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუბრიკაა, რომლის ვიდეოებს ყოველთვის ბევრი ნახვა აქვს. ეს რუბრიკა უკვე ბევრ საინტერესო და სახალისო ვიდეოს მოიცავს. სპორტსმენები და სპორტთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები სპეციალურად მათთვის მოფიქრებულ სახალისო კითხვებს პასუხობენ.

ახლახან, ჩვენს არხზე "უპასუხე თუ შეგიძლიას" ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა. სტუმარი ამჯერად ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძეა. ბალახი, თიხა თუ ჰარდი? სად გრძნობს თავს კარგად სპორტსმენი, რომლის ბავშვობა და ჩოგბურთის თამაში საქართველოში დაიწყო? მარიამს ბევრ რამეზე ვესაუბრეთ. მათ შორის: რატომ ჭამენ მატჩის დროს ჩოგბურთელები? რა შეიძლება ადამიანმა გასინჯოს განსაკუთრებული უიმბლდონის ფინალისტების ვახშამზე?

მოკლედ, ლონდონში დაბრუნებამდე, მარიამ ბოლქვაძემ ჩვენს კითხვებს ევროპოპის სტუდიაში უპასუხა. ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. დარწმუნებულები ვართ, რომ იხალისებთ. არ დაგავიწყდეთ ევროპოპის YouTube არხის გამოწერა, რომ არ გამოგრჩეთ ვიდეოები, რომლებიც ჩვენს არხზე დაიდება.

კომენტარები

ბოლო ამბები