Thumbnail

ცუდით დავიწყოთ: რაც უნდა ვამტკიცოთ, რომ ბოლო ხანებში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში არ ჩაუგდია, ფაქტი ერთია - მას 7-მატჩიანი უგოლო და უპასო სერია აქვს (4 სერია A-ში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 ნაკრებში), რაც მისი კარიერისთვის ძალიან უჩვეულოა. ბოლოს ასეთი რამ 2021 წლის შემოდგომით მოხდა, როცა რუბინსა და საქართველოს ნაკრებში ხვიჩას ჯამში 9-მატჩიანი სრულად მშრალი სერია ჰქონდა. 

მეორე მხრივ, ფაქტია, რომ 22 წლის ქართველი გარემარბი მართლა არ თამაშობს ცუდად, გოლები და საგოლე პასები კი აუცილებლად დაბრუნდება. იუვენტუსმა ვერ შეძლო იანვრის განადგურებისთვის (5:1, როცა ხვიჩამ გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა და WhoScored-ისგან კარიერაში საუკეთესო შეფასება 9.83 მიითვალა). მეტიც, ბოლო წამებზე გაუშვა და კიდევ ერთხელ დამარცხდა - 0:1. ახლა ნაპოლის ჩემპიონობამდე, შესაძლოა, 6 დღეღა აშორებს. 

იუვეს კარისკენ ოთხჯერ დაარტყა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა

იუვესთან WhoScored-მა ხვიჩა კვარაცხელიას ამჯერად, 7.16 ქულა დაუწერა, რაც მე-4 შედეგია მატჩში (დი ლორენცოს, ოლივერას და ლობოტკას შემდეგ). კვარამ კარისკენ 4-ჯერ დაარტყა (1 ზუსტად); მისი პასების 89.6% ზუსტი იყო; 3 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა (საუკეთესო მაჩვენებელი გუნდში); 3-ჯერ მოიგო ორთაბრძოლა და 1 მნიშვნელოვანი პასიც მიითვალა. 

ლიდერობას ინარჩუნებს

უკვე ძალიან დიდი ხანია, ფეხბურთელთა მიმდინარე რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელია ლიდერია იტალიის ჩემპიონატში, მისი უშუალო კონკურენტი კი თანაგუნდელი ვიკტორ ოსიმენია. 

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]

1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.54 (-0.02)
2. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.52 (-0.03)
3. არმან ლორიენტე (სასუოლო) – 7.28 (0)
4. პაულო დიბალა (რომა) – 7.35 (-0.07)
5. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) – 7.25 (-0.04)

რომა ორშაბათს თამაშობს, თუმცა პაულო დიბალამ სულ რომ მაქსიმალური ქულა (10) მიიღოს, 7.46-ზე მეტი არ გაუხდება და მესამე პოზიციაზე დარჩება. ხუთეული უცვლელია, თუ არ ჩავთვლით, რომ მე-4 და მე-5 ადგილოსნებმა პოზიციები გაცვალეს. update: დიბალამ ცუდად ითამაშა ატალანტასთან და მე-3 საფეხურიც დაკარგა.

ხუთეულს კვალში მიყვებიან: მატია ძაკანი (ლაციო. 7.22) და ადრიენ რაბიო (იუვენტუსი. 7.16). დუბლი შეასრულა რაფაელ ლეაომ და რეიტინგში წინ წაიწია, მილანიც გარემარბი ახლა უკვე მე-8 პოზიციაზეა 7.14 ქულით. ხვიჩა კვლავ პირველზეა საგოლე პასებით (10).

წაიკითხე | ტატო ბაციკაძე: ბატიგოლიდან კვარამდე - რატომ მშურს ახლანდელი ბავშვების

ბენზემას გაუსწრო და მეშვიდეა

ხვიჩას საშუალო შეფასებას ორი მეასედი ქულა მოაკლდა, თუმცა ამას არანაირი გავლენა არ ჰქონია, პირიქით, ერთი საფეხურით წინ წავიდა და მეშვიდეა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა ყველაზე მაღლა რეიტინგში მე-5 პოზიციაზე იყო. 

ქარიმს სელტასთან კარგი მატჩი არ ჰქონდა

TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]

1. ლიონელ მესი (პსჟ) – 8.40 (-0.03)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 7.77 (+0.04)
3. ნეიმარი (პსჟ) – 7.71 (0)
4. მარტინ ტერიე (რენი) – 7.71 (0)
5. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 7.60 (0)

6. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.57 (0)
7. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.54 (-0.02)
8. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 7.51 (-0.05)
9. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი) – 7.52 (+0.03)
10. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.52 (-0.03)

ხვიჩას ზემოთ რეიტინგში 4-ს არ უთამაშია (ორს ტრავმების გამო, სიტი კი ჩემპიონატში ისვენებდა). ქართველმა ფეხბურთელმა ქარიმ ბენზემას გადაუსწრო, რადგან მას უფრო მეტი ქულა მოაკლდა. ათეულში შევიდა ჯუდ ბელინგემი. 

7.51 ქულა აქვს კირან ტრიპიერსა (ნიუკასლი) და გაბრიელ ჟეზუშს (არსენალი), ხოლო ანტუან გრიზმანს (ატლეტიკო) – 7.50 ქულა აქვს. 

TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები. U23 [WhoScored]

1. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.57 (0)
2. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.54 (-0.02)
3. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი) – 7.52 (+0.03)
4. ბუკაიო საკა (არსენალი) – 7.46 (+0.05)
5. დანგო უატარა (ლორიანი) – 7.44 (0)

ამ ხუთეულამდე ვინისიუს ჟუნიორს სულ რაღაც ქულის მეასედი აკლია. 

TOP 5 ლიგების საუკეთესო ტანდემები

მბაპემ მესის პასით ჩემპიონატში უკვე მე-10 გოლი გაიტანა

ლიონელ მესი ➡ კილიან მბაპე (პსჟ) – 10
კევინ დე ბრუინი ➡ ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 8
ხვიჩა კვარაცხელია ➡ ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 6
ალასან პლეა ➡ მარკუს ტურამი (გლადბახი) – 6.
ბრუნო ფერნანდეში ➡ მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 5 
ბუკაიო საკა ➡ გაბრიელ მარტინელი (არსენალი) - 5
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ➡ ჩირო იმობილე (ლაციო) – 5
ფლორიან სოტოკა ➡ ლოის ოპენდა (ლანსი) – 5
მუსა დიაბი ➡ ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი) – 5
რემი კაბელია ➡ ჯონათან დევიდი (ლილი) - 5

კომენტარები

ბოლო ამბები