Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 117:111 მემფისი
  • ლებრონ ჯეიმსის 22 ქულა და 20 მოხსნა

38 წლის ასაკშიც კი, ლებრონ ჯეიმსი თავის გუნდს ლიდერობს და მემფის გრიზლისთან მნიშვნელოვან შეხვედრას აგებინებს. ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ოვერტაიმში 117:111 გაიმარჯვა და სერიაში ანგარიში 3:1 გახადა.

ლებრონ ჯეიმსმა, შეხვედრის დასრულებამდე 0.8 წამით ადრე, როცა 2 ქულით აგებდნენ, ურთულესი ბურთი ჩააგდო და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. აღსანიშნავია ისიც, რომ მან დამატებითი ხუთწუთეულის ბოლოსაც მოახერხა გადამწყვეტი ქულების მოპოვება - ორქულიანის შემდეგ მასზე დილონ ბრუკსი დაჯარიმდა. 22 ქულასთან ერთად, მან 20 მოხსნაც მიითვალა. ლეიკერსის შემადგენლობაში, პლეი ოფში ბოლოს 20+ მოხსნა და ქულა 2004 წელს შაკილ ო'ნილს ჰქონდა.

შეხვედრა თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა. მემფისს მოგებაც შეეძლო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში თავის გუნდს ჯა მორანტმა ვერ ულიდერა, მას საბოლოო ჯამში, 19 ქულა ჰქონდა. გრიზლისიდან ყველაზე შედეგიანი 36 ქულით დესმონდ ბეინი იყო. ოსტინ რივსმა 23 ქულა მიითვალა, ენტონი დევისს კი ორმაგი დუბლი 12 ქულითა და 11 მოხსნით ჰქონდა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა დ'ანჯელო რასელსაც, რომელმაც, სანამ ჯარიმების გამო თამაშს დატოვებდა, მეოთხე მეოთხედში 3 მნიშვნელოვანი სამიანი ჩააგდო.

ამრიგად, ტეილორ ჯენკისის გუნდისთვის სიტუაცია ძალიან დამძიმდა. ლეიკერსსა და მემფისს შორის მორიგი დაპირისპირება 27 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები