- მასიმილიანო ალეგრის გუნდის კრიზისშია ბოლო 6 მატჩიდან 4 წააგო
- გასაკვირი არაა, რომ იტალიელ მწვრთნელს არც ინტერთან თამაში მოეწონა
- დიმარკოს გოლით - ინტერმა იუვენტუსს მოუგო და იტალიის თასის ფინალშია
იუვენტუსს ურთულესი სეზონი აქვს. ერთი პერიოდი გუნდი თითქოს უკეთ ათამაშდა, თუმცა, ბოლო დროს ტურინელები ისევ ღრმა კრიზისს დაუბრუნდნენ.
იუვემ ბოლო 6 მატჩიდან 4 წააგო. გუნდმა სერია A-ში ზედიზედ 3 მარცხი განიცადა (პირველად 2011 წლის შემდეგ), გუშინ კი იტალიის თასს ნახევარფინალში გამოეთიშა. "ბებერმა ქალბატონმა" ინტერთან მხოლოდ 0:1 წააგო, მაგრამ უფრო დიდი სხვაობით უნდა დამარცხებულიყო - ტურინულ გრანდს გოლის გასატანად 90 წუთის განმავლობაში საერთოდ არაფერი გაუკეთებია!
მიუხედავად ამისა, მასიმილიანო ალეგრიმ მისი გუნდის უიმედო თამაში დადებითად შეაფასა. თუმცა, ის მაინც აღიარა, რომ პირველ ტაიმში "ეძინათ"...
"პირველი ტაიმი ძილში გავატარეთ. მთლიანობაში კარგი თამაში იყო, მაგრამ კარში თითქმის ვერ დავარტყით. ინტერის წინააღმდეგ თამაში რთულია, რადგან ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. ენერგია უნდა აღვიდგინოთ, რადგან ბოლო პერიოდში 4 თამაში წავაგეთ. ჩვენი მიზანი სერია A-ში მეორე ადგილზე გასვლაა, ამდენად, ბევრი უნდა ვიმუშავოთ. რომა და მილანი ძალიან ახლოს არიან".
შეგახსენებთ, რომ იუვენტუსი სერია A-ში მე-3 ადგილზეა და პარალელურად ევროპალიგის ნახევარფინალშია გასული, სადაც სევილიას შეხვდება, თუმცა ფავორიტი ნამდვილად ვერ იქნება.
კომენტარები