- ატლანტა 120:128 ბოსტონი
- სელტიკსს კონფერენციის ნახევარფინალში ფილადელფია სიქსერსი ელოდება
ტრეი იანგმა ბოსტონ სელტიკსისა და ატლანტა ჰოუქსის სერიის მე-5 შეხვედრაში თავის გუნდს იმედი დაუტოვა, მაგრამ "კელტებმა" ქვინ სნაიდერის კალათბურთელებს მორიგი სენსაციის მოხდენის საშუალება არ მისცეს, მეტოქე სტუმრად 128:120 დაამარცხეს და სერია დახურეს 4:2.
გუნდებს შორის მე-6 შეხვედრა თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა. ჯორჯიელები, რომლებიც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს დაუპირისპირდნენ, მეტოქეს პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში არ ჩამოუვარდებოდნენ. ბოლო პერიოდის დაწყებამდე ჰოუქსი 2 ქულით იგებდა, მაგრამ საბოლოო სირენამდე 5 წუთით ადრე სელტიკსმა გაქცევა დაიწყო - ბრაუნის გამათანაბრებელი სამქულიანის შემდეგ, ალ ჰორფორდმა ყოფილ გუნდს პერიმეტრიდან ჩაუგდო და ბოსტონი წინ გაიყვანა. თანაგუნდელებს არც ჯეისონ ტეიტუმი ჩამორჩა, რომელმაც ზუსტი სამქულიანის შემდეგ სანახაობრივი ჩატენვა შეასრულა. 11:0 გაქცევა გადამწყვეტი აღმოჩნდა, სელტიკსი აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალშია, სადაც ფილადელფია სიქსერსი ელოდება.
ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესოები ჯეილენ ბრაუნი და ჯეისონ ტეიტუმი იყვნენ. ბრაუნის ანგარიშზე 32 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასია, ტეიტუმმა კი ორმაგი დუბლი 30 ქულითა და 14 მოხსნით გაიფორმა, მას ასევე 7 პასიც ჰქონდა. ყოფილ გუნდთან ორმაგი დუბლი ჰქონდა ასევე ალ ჰორფორდს (10 ქულა, 12 მოხსნა), ჰოუქსიდან კი საუკეთესო 30 ქულითა და 10 პასით ტრეი იანგი იყო.
ბოსტონ სელტიკსისა და ფილადელფია სიქსერსის სერია 2 მაისს დაიწყება. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა TD Garden-ში გაიმართება.
კომენტარები