Thumbnail

ლატვიის საკალათბურთო ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების გეგმა გამოაქვეყნა, საიდანაც ვგებულობთ, რომ საკონტროლო მატჩებში ბალტიისპირელთა ერთ-ერთი მეტოქე საქართველოს ეროვნული გუნდი იქნება.

ლატვიელები პირველი ამხანაგური შეხვედრას 2 აგვისტის ლიეპაიაში შვედეთთან ჩაატარებენ, რომელიც მომავალი მსოფლიო თასის მონაწილე არ გახლავთ, მომდევნო 3 მატჩი კი უკვე დედაქალაქ რიგაში მსოფლიოს პირველობაზე გასულ ნაკრებებთან შედგება: 5 აგვისტოს – საქართველოსთან, 12-ში – დომინიკის რესპუბლიკასთანა და 16-ში – ფინეთთან.

“საქართველოს ნაკრები ბოლოა ევროპული საკვალიფიკაციო ზონიდან, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მათ უკან ისლანდია და უკრაინა მოიტოვეს, რომელსაც სხვათა შორის ლატვიელი აინარს ბაგატსკისი წვრთნიდა. საქართველოს საკვანძო მოთამაშეები თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და ნატურალიზებული კალათბურთელი თად მაკფადენი არიან. 1992 წლის შემდეგ, ლატვიას და საქართველოს 9-ჯერ უთამაშიათ  და უპირატესობა მეტოქის მხარესაა: 3-6. ამასთან, ლატვიის ნაკრებს საქართველოსთან ბოლო 4 მატჩი აქვს წაგებული: 2012 წელს, ევრობასკეტის კვალიფიკაციაში – 76:79 და 70:73, 2015-ში, თბილისის ტურნირზე – 76:78 და 2017-ში, კლაიპედას ტურნირზე – 69:73”, - წერს ლატვიის კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი.

2012 წელს თბილისში მოგებულ მატჩში (79:76) გადამწყვეტი ბურთი ჯეიკობ პულენმა ჩააგდო

შეგახსენებთ, რომ რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან. ტურნირის წილისყრა ხვალ არის დაგეგმილი და საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეტოქეთა ვინაობასაც შეიტყობს. ცხადია ისიც, რომ საქართველოს ლატვიაში დაგეგმილის გარდა, სხვა საკონტროლო მატჩებიც ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები