Thumbnail

ევროლიგამ მადრიდში მომხდარი ჩხუბის მონაწილეები მკაცრად დასაჯა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ყველაზე ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია რეალის კალათბურთელ გერშონ იაბუსელეს ერგო
  • ესპანური და სერბული გუნდები ჯარიმის სახით 50-50 ათას ევროს გადაიხდიან

ევროლიგამ მკაცრად დასაჯა ის კალათბურთელები, რომლებიც მადრიდის რეალისა და ბელგრადის პარტიზანის მატჩისას მომხდარ გუნდურ ჩხუბში მონაწილეობდნენ.

ყველაზე დიდი სასჯელი ესპანური კლუბის ფრანგ კალათბურთელ გერშონ იაბუსელეს ერგო, რომელმაც მეტოქე დანტე ექსამი მოედანზე ძალიან უხეშად დასცა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო. შედეგად, იაბუსელემ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და შესაძლოა, მისთვის ევროლიგის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულებულია.

რეალის არგენტინელი ფორვარდი გაბრიელ დეკი ორ თამაშს გამოტოვებს, პარტიზანის კალათბურთელები – ამერიკელი კევინ პანტერი და ფრანგ მატიას ლესორი კი, შესაბამისად, 2 და 1 მატჩს ვერ ჩაატარებენ. ამასთან, ორივე გუნდი ჯარიმის სახით 50 ათას ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ ესპანურ და სერბულ კლუბებს შორის გუნდური ჩხუბი ევროლიგის მეოთხედფინალური სერიის მე-2 მატჩის მიწურულს დაიწყო, როდესაც ბელგრადელები 15 ქულით იგებდნენ. თამაში აღარ გაგრძელებულა და საბოლოო ანგარიშად სწორედ 80:95 დამარცხდა, შესაბამისად, პარტიზანი 2:0 დაწინაურდა.

საინტერესოა, რომ სასჯელის გარეშე გადარჩა რეალის ვეტერანი კალათბურთელი სერხიო ლული, არადა, მოედანზე სიტუაცია სწორედ მას მერე დაიძაბა, რაც მან ხსენებულ პანტერზე უხეში ფოლი აიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები