Thumbnail

ფორმულა 1-მა აზერბაიჯანთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბაქოში ფორმულა 1-ის რბოლები მომავალშიც ჩატარდება
  • სტეფანო დომენიკალიმ კონტრაქტის გაგრძელება დაადასტურა

ფორმულა 1-ის რბოლები აზერბაიჯანში მომდევნო წლებშიც გაიმართება. F1-ის შეფმა სტეფანო დომენიკალიმ დღეს ბაქოში ოფიციალურად დაადასტურა, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან ფორმულა 1-მა კონტრაქტი 2026 წლის ჩათვლით გაახანგრძლივა.

“ბაქოში ძალიან საინტერესო რბოლები გვაქვს ხოლმე, ყოველ სეზონში დაძაბული სანახაობის მომსწრენი ვხდებით. გვიხარია, რომ თანამშრომლობა გრძელდება,” - განაცხადა იტალიელმა.

ამ უიკენდზე ფორმულა 1 სწორედ ბაქოშია

აზერბაიჯანში ფორმულა 1-ის რბოლა პირველად 2016 წელს გაიმართა და ბაქოში პირველი გამარჯვებული მომავალი ჩემპიონი ნიკო როსბერგი (მერსედესი) გახლდათ. შარშან აზერბაიჯანის გრანპრი ასევე ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა მოიგო, ერთზე მეტი ტრიუმფი კი აზერბაიჯანში ჯერ არავის ჰქონია - 2017 წელს დანიელ რიკარდომ მოიგო, 2018-ში ლუის ჰემილტონმა, 2019-ში ვალტერი ბოტასმა, ხოლო 2021-ში სერხიო პერესმა. 2020 წელს რბოლა კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები