Thumbnail
  • მანჩესტერ სიტიმ ფულჰემი დაამარცხა და გალიდერდა
  • ერლინგ ჰაალანდმა პრემიერლიგაში 34-ე და სეზონში 50-ე გოლი გაიტანა

არსენალმა ბოლო დროს ისე აურია, რომ ეს უკვე გარდაუვალი იყო და აჰა: მანჩესტერ სიტი ისევ პრემიერლიგის ლიდერია! თანაც, ხოსეპ გვარდიოლას გუნდს ლონდონურ კლუბზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტის უპირატესობა თეორიულად არა 1, არამედ 4 ქულაა.

პეპის გუნდმა ფულჰემი 2:1 დაამარცხა, პრემიერლიგაში ზედიზედ მე-8 გამარჯვება იზეიმა და პირველი ადგილიც დაიბრუნა. გოლები ერლინგ ჰაალანდმა (პენალტით) და ხულიან ალვარესმა (ულამაზესი) გაიტანეს. 

ამავდროულად, ჰაალანდმა ახალი რეკორდი მიიღო: ნორვეგიელმა 32-ე მატჩში 34-ე გოლი გაიტანა და ენდო კოულის (1993/94) და ალან შირერის (1994/95) მიღწევები გაიმეორა, რომლებსაც მაშინ 34 გოლისთვის 42 თამაში ჰქონდათ.

ჰაალანდს პრემიერლიგის ამ სეზონში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე საუთჰემპტონს (28), ევერტონს (25), ნოტინგემს (30), ვულვზს (29) და ჩელსის (30)

გარდა ამისა, ეს ჰაალანდისთვის ამ სეზონში ზოგადად 50-ე გოლი გახლდათ. ამით ის პირველი მოთამაშეა 1931 წლის შემდეგ, ვინც ინგლისის უმაღლესი ლიგიდან ერთ სეზონში მინიმუმ 50 გოლი შეაგდო. ამ კატეგორიაში რეკორდი ლეგენდარულ დიქსი დინს ეკუთვნის, რომლის აქტივშიც 1927-1928 წლების სეზონში 63 გოლი ჰქონდა…

კომენტარები

ბოლო ამბები