Thumbnail

ბატლერის ორმაგი დუბლით მაიამი ნიუ იორკთან სერიაში დაწინაურდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

NBA-ს მიმდინარე სეზონის პლეი ოფების მთავარი სენსაციის შემოქმედმა მაიამი ჰიტმა აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიაც გამარჯვებით დაიწყო.

ერიკ სპოელსტრას გუნდმა ნიუ იორკ ნიქსს გასვლაზე აჯობა დაძაბულ ბრძოლაში 108:101. პირველი პერიოდი მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა (32:21), მაგრამ ამის შემდეგ თამაშს მაიამი აკონტროლებდა, რომელმაც დარჩენილ სამივე მეოთხედში სძლია მეტოქეს და სერიაში დაწინაურდა.

მაიამიში ჯიმი ბატლერი იყო ისევ საუკეთესო: მან 25 ქულით 11 მოხსნით, 4 პასით და 2 ჩაჭრით ორმაგი დუბლი მიითვალა. ჰიტის ლიდერმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და ისევ დაამტკიცა, რომ მაგარ ფორმაშია. 20 ქულა ჰქონდა გეიბ ვინსენს, ხოლო კაილი ლოვრის აქტივში 18 ქულაა.

ჯიმი ბატლერი მოედანზე საუკეთესო იყო

ნიუ იორკში ერ ჯეი ბარეტმა 26 ქულა და ჯალენ ბრენსონმა 25 ქულა დააგროვა, ურიგო არც ობი ტოპინი იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, მაგრამ სხვა კალათბურთელების ჩართულობა ნიქსს აშკარად დააკლდა.

ამგვარად, სერიაში მაიამი დაწინაურდა, მეორე შეხვედრა კი 3 მაისს, ისევ ნიუ იორკში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები