Thumbnail

ბასილაშვილი ბრუნდება - ქართველი ჩოგბურთელი ჩელენჯერზე ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი სარდინიის ღია პირველობაზე გამოვა
  • მისი პირველი მეტოქე ავსტრალიელი თანასი კოკინაკისი იქნება

31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს უბრუნდება და ხვალ 20 მარტის შემდეგ პირველ მატჩს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ მარტში ნიკამ ძალები მაიამის მასტერსის კვალიფიკაციაში სცადა, თუმცა, პირველივე მატჩი წააგო (4:6, 6:1, 1:6) ბრაზილიელ ფელიპე მელიგენი ალვეშთან.

ეს, ბასილაშვილისთვის ზედიზედ მე-5 მარცხი იყო (მისი ბოლო გამარჯვება 18 თებერვლით თარიღდება, როდესაც დოჰას ტურნირის კვალიფიკაციაში თურქ ჯემ ილკელს 6:3, 7:5 სძლია), რასაც ქართველი ჩოგბურთელის მიერ აღებული პაუზა მოჰყვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს თანასი კოკინაკისთან უარყოფითი ბალანსი აქვს

ახლა, ნიკოლოზი იტალიაში იმყოფება და სარდინიის ღია პირველობაში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 200 ათასი ევროა. საქართველოს პირველი ჩოგანი საწყის რაუნდში 27 წლის ავსტრალიელ თანასი კოკინაკიის შეხვდება, წარმატების შემთხვევაში კი, იტალიელებს – მარკო ჩეკინატოსა (მე-7 განთესვა) და ფრანჩესკო პასაროს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

ნიკა თანასის 2-ჯერ შეხვედრია და უარყოფითი ბალანსი აქვს. 2015 წელს ბორდოს ჩელენჯერზე ავსტრალიელი 6:2, 3:0-ს იგებდა, როდესაც ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში შეწყვიტა, იმავე წელს როლან გაროსის პირველ წრეში კი კოკინაკისმა 3:6, 6:4, 7:6 (7:4), 6:2 მოიგო.

აქვე ვთქვათ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილი 426 ქულით 138-ე ადგილზე იმყოფება, რაც 2015 წლის ივნისის შემდეგ, მისი კარიერის უარესი მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები