Thumbnail
  • ტულონი 23:0 ბენეტონი
  • ბექა გიგაშვილის ლელო ნახევარფინალში და ჩელენჯ ქაფის ფინალის საგზური

ბექა გიგაშვილის ტულონმა ჩელენჯ ქაფის ნახევარფინალში იტალიურ ბენეტონს უმასპინძლა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა - 23:0. მიუხედავად იმისა, რომ გიგაშვილის გუნდი მე-8 წუთზე 14 კაცით დარჩა მინდორზე, მასპინძლებმა მატჩი მაინც მოიგეს.

ტულონი მე-5 წუთზე შეხვედრას უკვე 7:0-ს იგებდა, თუმცა ერთ წუთში მსაჯმა გუნდის კაპიტანი შარლ ოლივონი მოედნიდან გააგდო და გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. მიუხედავად ამისა, კაცნაკლულმა ტულონმა მაინც კარგად ითამაშა. შეხვედრის მე-17 წუთზე ბექა გიგაშვილმა ლელოც დადო და გუნდის უპირატესობა გაზარდა.

ტულონი ფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე შოტლანდიური გლაზგო უორიორსი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში უელსურ სკარლეტსს აჯობა. ფინალი 19 მაისს გაიმართება, გუნდები ირლანდიაში ავივა სტედიუმზე ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ შარშანდელი სეზონის გამარჯვებული ლიონი იყო, რომლის რიგებშიც დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე თამაშობდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები