- ბასილაშვილი 4:6, 3:6 კოკინაკისი
- ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის მოწოდება მხოლოდ ერთხელ მოიგო
31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მარტის შემდეგ კორტზე პირველად გამოჩნდა, თუმცა, დაბრუნება წარუმატებელი გამოუვიდა.
ბასილაშვილი იტალიაში სარდინიის ღია პირველობაში (საპრიზო ფონდი 200 ათასი ევრო) ჩაება და ავსტრალიელ თანასი კოკინაკისთან 4:6, 3:6 დამარცხდა.
თამაში საათსა და 23 წუთს გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 4-ჯერ დათმო. ბასილაშვილს არც ეისი ჰქონია და არც - ორმაგი შეცდომა, პირველ მოწოდებაზე კი ბურთების მხოლოდ 50% მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ნიკა კოკინაკისს კარიერაში მესამედ დაუპირისპირდა და ყველა თამაში წაგებული აქვს.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილი 426 ქულით 138-ე ადგილზე იმყოფება, რაც 2015 წლის ივნისის შემდეგ, მისი კარიერის უარესი მაჩვენებელია.
კომენტარები